სტიქია დუშეთის მუნიციპალიტეტში

6-7 ივლისის ძლიერი წვიმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ბარისახოში, სადაც დაზიანებულია ცენტრალური და შიდა გზები; სოფელ ბისოში დიამეწყრა ფერდობი, სოფლებში- ხახმატსა და კორშაში ადიდებულმა მდინარეებმა მოწყვიტა საფეხმავლო ხიდები, დამცავი გაბიონები და ჯებირები, ლიქოკის ხეობაში მდინარის მიღმა დარჩა რამდენიმე ოჯახი, ნატანი მასალით ამოივსო გუდანი-ატაბე-წინხადუს ხევები და ბოგირები. უხვი ნალექის Read more about სტიქია დუშეთის მუნიციპალიტეტში[…]

გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი მონო სპექტაკლი გუდამაყარში

მიმდინარე წლის 1 ივლისს, გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი მონო სპექტაკლი ,, ამ მიწის ბედი ჩემი ბედია”. საღამო ორგანიზებული იყო რეზო თაბუკაშვილის სახელობის ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის დირექტორის, რეჟისორისა და მსახიობის- იზა ვეფხვაძის მიერ, პროექტის-,,ჩემი საქართველო აქ არის” ფარგლებში. ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ესწრებოდნენ სტუმრები საქართველოს სხვდასხვა კუთხიდან. პროექტი ,,ჩემი საქართველო აქ არის”საქართველოს სხვდასხვა Read more about გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი მონო სპექტაკლი გუდამაყარში[…]

სამეჯლისო–სპორტული ცეკვების სტუდია VIP -ის სოლო კონცერტი

მიმდინარე წლის 2 ივლისს, ილია ზაქაიძის სახელობის ქ. დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა სამეჯლისო–სპორტული ცეკვების სტუდია VIP -ის სოლო კონცერტი, რომლის ორგანიზატორიც გახლდათ სტუდიის ხელმძღვანელი, საქართველოს ცეკვის და სპორტული ცეკვის პროფესიონალთა ეროვნული საბჭოს გენერალური მდივანი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ევროპულ ცეკვებში – თეა წიკლაური. კონცერტზე სტუდია VIP -თან ერთად მონაწილეობა მიიღეს სხვდასხვა სტუდიებმა – სტუდია „ვარსკვლავები“ , Read more about სამეჯლისო–სპორტული ცეკვების სტუდია VIP -ის სოლო კონცერტი[…]

ქ.დუშეთში აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

2017 წლია 2 ივლისს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად, კიდევ ერთხელ გაიხსენეს და პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულ დუშეთის ბატალიონის მეომართა ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს მებრძოლთა მემორიალი. ღონისძიებას ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი- ვაჟა ჩოხელი, გამგებლის პირველი მოადგილე- ბექა ღარიბაშვილი, ვეტერანთა კავშირის მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის უფროსი-გოჩა ნაყეური.