გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი მონო სპექტაკლი გუდამაყარში

მიმდინარე წლის 1 ივლისს, გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი მონო სპექტაკლი ,, ამ მიწის ბედი ჩემი ბედია”. საღამო ორგანიზებული იყო რეზო თაბუკაშვილის სახელობის ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის დირექტორის, რეჟისორისა და მსახიობის- იზა ვეფხვაძის მიერ, პროექტის-,,ჩემი საქართველო აქ არის” ფარგლებში.

ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ესწრებოდნენ სტუმრები საქართველოს სხვდასხვა კუთხიდან.

პროექტი ,,ჩემი საქართველო აქ არის”საქართველოს სხვდასხვა კუთხის ტრადიციების, წეს-ჩვეულებების, ისტორიული ღირსშესანიშნაობებისა და კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშების პოპულარიზაციის მიზნით დაინერგა და სხვდასხვა ღონისძიებებით ხელს უწყობს რეგიონებში კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებას, ადგილობრივი კულტურის მხარდაჭერასა და წახალისებას.

shares