სამეჯლისო–სპორტული ცეკვების სტუდია VIP -ის სოლო კონცერტი

მიმდინარე წლის 2 ივლისს, ილია ზაქაიძის სახელობის ქ. დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა სამეჯლისო–სპორტული ცეკვების სტუდია VIP -ის სოლო კონცერტი, რომლის ორგანიზატორიც გახლდათ სტუდიის ხელმძღვანელი, საქართველოს ცეკვის და სპორტული ცეკვის პროფესიონალთა ეროვნული საბჭოს გენერალური მდივანი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ევროპულ ცეკვებში – თეა წიკლაური.

კონცერტზე სტუდია VIP -თან ერთად მონაწილეობა მიიღეს სხვდასხვა სტუდიებმა – სტუდია „ვარსკვლავები“ , ქ. დუშეთი, სტუდია Stay Strong , თბილისი,ანსამბლი „შადიანი“,ქ.დუშეთი, სტუდია Elit Dance ქ.თბილისი, თეა გობეჯიშვილის ცეკვის აკადემია ,ქ. თბილისი.

კონცერტზე წარმოდგენილი იყო სამეჯლისო– სპორტული ცეკვების სრული პროგრამა, როგორც ლათინო– ამერიკული, ასევე ევროპული ცეკვები. მონაწილეებმა, ასევე, შეასრულეს თანამედროვე (ჰიპ- ჰოპი, ვოგი), ქართული, მოდერნი და მსოფლიო ხალხთა ცეკვები.

პროგრამის დასასრულს მონაწილეები და პედაგოგები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო სიგელებით.

კონცერტს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ასევე, ესწრებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე – ბექა ღარიბაშვილი.

shares